2010
დასრულებული

პროექტი: „ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრები - გაძლიერება და განვითარება“
თარიღი: 2010
სტატუსი: დასრულებული

 

პროექტი „ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრები - გაძლიერება და განვითარება“, რომელიც ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდის (SV) ფინანსური მხარდაჭერითა და საერთაშორისო მაშველთა კომიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება 2010 წლის იანვრიდან მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ მოზარდთა სრულფასოვან ინტეგრაციას ადგილობრივ თანატოლებთან და ახალ გარემოსთან. პროექტი 2000-მდე მოზარდს აერთიანებს შიდა ქართლის რეგიონში და სპორტული აქტივობების დაგეგმვის, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების, ტრადიციული რეწვისა და ხელოვნების დარგების ათვისების გარდა, მოზარდებში ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში მოხდა ახალგარზრდული ცენტრების გარემონტება და აღჭურვა, მოზარდებისა და ჩართული პედაგოგების, კოორდინატორებისა და მშობლების გადამზადება. ამ ეტაპზე პროექტი ცენტრების სიცოცხლისუნარიანობისა და მომავალი ფუნქციონირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს ახორციელებს.