2009
დასრულებული

პროექტი: საგანმანათლებლო პროექტი ცხინვალის რეგიონიდან დევნილთათვის
თარიღი: 2009
სტატუსი: დასრულებული

 

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის (IRC) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ცხინვალის რეგიონიდან დევნილთათვის საგანმანათლებლო პროექტი. პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ორგანიზება გაუწია ქალაქ გორში სხვადასხვა თემაზე ტრენინგების ჩატარებას. ტრენინგების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეეებისათვის სხვადასხვა უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ სიცოცხლისუნარიანი და მოთხოვნაზე მორგებული საბავშვო და ახალგაზრდული პროგრამების წარმართვა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სულ 21 ტრენინგი სხვადასხვა თემაზე: ბავშვთა უფლებები, ბავშვებთან მუშაობის მეთოდოლოგია, ახალი მეთოდები და მიდგომები კლასგარეშე აქტივობებში, ჯგუფური მუშაობა, ტრენინგი ტრენერებისთვის, თემის მობილიზაცია, პროექტის წერისა და თანხების მოძიების უნარები, კომუნიკაციური სტრატეგიები, ლიდერობის უნარების განვითარება.