პროექტი: “არაქართულენოვანი სკოლების დახმარება განათლების სიტემის რეფორმირების პროცესში”
თარიღი: 2009
სტატუსი: დასრულებული
პროექტი “არაქართულენოვანი სკოლების დახმარება განათლების სიტემის რეფორმირების პროცესში” ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი კომპონენტის განხორციელება: ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული ჟურნალის ”მასწავლებელი” თარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთათვის გადაცემა; ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდიკური სახელმძღვანელოს “სასწავლო და პროფესიული გარემო” თარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სახელმძღვანელო განსაზღვრულია პედაგოგთათვის პროფესიული უნარების განსავითარებლად. გ) ვებ-პროტალი www. ganatleba.ge - ს შექმნა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გათვალისწინებულია არაქართულენოვანი სკოლებისთვის და მასზე განთავსებული იქნება განათლების სიტემაში მიმდინარე ყველა ინფორმაცია, პუბლიკაციები, საკანონმდებლო აქტები და ა.შ. დ) ლატვიის ლატვიური ენის დაუფლების სააგენტოს მიერ გამოცემული “ბილინგვალი მასწავლებლის გზამკვლევის თარგმნა” ლატვიურიდან ქართულ ენაზე.