2006, 2007, 2008
დასრულებული

პროექტი: ”მეთოდიკური მასალები არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთათვის”
თარიღი: 2006-2008
სტატუსი: დასრულებული

 პროექტი ”მეთოდიკური მასალები არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთათვის” ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი კომპონენტის განხორციელება: ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული ჟურნალის ”მასწავლებელი” თარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ნათარგმნი ჟურნალის ბეჭდვა და არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთათვის გადაცემა; ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდიკური სახელმძღვანელოს თარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სახელმძღვანელო განსაზღვრულია პედაგოგთათვის პროფესიული უნარების განსავითარებლად.