პროექტი: ”ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საუნივერსიტეტო მოდული”
თარიღი: 2006-2008
სტატუსი: დასრულებული
პროექტი ”ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საუნივერსიტეტო მოდული” განხორციელდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს ქართულის როგორც მეორე ენის საუნივერსიტეტო მოდულის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში დამუშავდა საბაკალავრო და სამაგისტრო მოდულები, რომელიც დაინერგა საქართველოს 3 უმაღლეს სასწავლებელში (თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, ახალციხის მესხეთის უნივერსიტეტი, ჯავახეთის კოლეჯი-ინსტიტუტი). პროექტის ფარგლებში მოხდა აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორების გადამზადება. ამჯამად მიმდინარეობს მოშაობა მოდულის შემადგენელი სილაბუსების საპროგრამო კურსებად ჩამოყალიბებაზე.