პროექტი: ”ენის კურსები საჯარო მოხელეთათვის ქვემო ქართლში”
თარიღი: 2006-2007
სტატუსი: დასრულებული
პროექტი ”ენის კურსები საჯარო მოხელეთათვის ქვემო ქართლში” დაფინანსდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ. პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორცილედა: ა) შემუშავდა სამდონიანი ქართული ენის სახელმძღვანელო ”საიმედო” აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის; ბ) ქვემო ქართლის 100-ზე მეტმა საჯარო მოხელემ გაიარა ენის კურსები; გ) გადამზადდა 12 ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი; დ) შემუშავდა მეთოდიკური გზამკვლევი ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგთათვის.