პროექტი: "ქართული ენის თვითმასწავლებელი და სიხშირული ლექსიკონი ოსურენოვანი მოსახლეობისათვის"
თარიღი: 2007
სტატუსი: დასრულებული
პროექტი "ქართული ენის თვითმასწავლებელი და სიხშირული ლექსიკონი ოსურენოვანი მოსახლეობისათვის" ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დამუშავდა ქართული პრესის ელექტრონული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის ელექტრონული ტექსტები, რის შედეგადაც დამუშავდა ქართული ენის სიხშირული ლექსიკონი (5000 ერთეული) თარგმანითურთ ოსურ ენაზე (სიხშირულ ლექსიკონში მოხვდა ენაში ყველაზე ხშირად ხმარებული ლექსიკური ერთეულები). ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ერთ-ერთ უმცირესობათა ჯგუფისთვის – ოსებისთვის შემუშავდა ქართული ენის თვითმასწავლებელი.