2007, 2008
დასრულებული

პროექტი: ”ლატვიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს დაწყებით სკოლებში მულტილინგვური განათლების კონცეფციის შესამუშავებლად”
თარიღი: 2007-2008
სტატუსი: დასრულებული

 პროექტი ”ლატვიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს დაწყებით სკოლებში მულტილინგვური განათლების კონცეფციის შესამუშავებლად” ხორციელდება ფონდ ღია
საზოგადება-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, ღია საზოგადოების ინსტიტუტის პროგრამის ”აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი” ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს მულტილინგვური განათლების სფეროში ლატვიური და ქართული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და ბილინგვური სწავლების სხვადასხვა მოდელების შექმნას საქართველოს რეალობის გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში ქართველი ექსპერტები სტუმრობდნენ ლატვიას და ადგილზე გაეცნენ არსებულ სიტუაციას ბილინგვური განათლების მიმართულებით. 2008 წლის მარტში ლატვიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ საქართველოში, რათა ადგილზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ქართველ ექსპერტებთან ერთად შეემუშავებინათ რეკომენდაციები საქართველოში ბილინგვური განათლების სტრატეგიასთან დაკავშირებით.