პროექტი: ”ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ხელშეწყობა ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში”
თარიღი: 2006
სტატუსი: დასრულებული
პროექტი ”ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ხელშეწყობა ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში” დაფინანსდა ევრაზიის ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდა: ა) შემუშავდა კომუნიკაციური გრამატიკის
სახელმძღვანელო; ბ) შემუშავდა ქართული ენის 5000 სიტყვიანი სიხშირული ლექსიკონი; გ) შემუშავდა ლექსიკის სწავლებისათვის სავარჯიშოების წიგნი; დ) შემუშავდა მასწავლებლის გზამკვლევი ლექსიკისა და გრამატიკის სწავლების მეთოდიკაში; ე) გადამზადდა 32 ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი.