2005, 2006, 2007
დასრულებული

პროექტი: ”ენის კურსები საჯარო მოხელეთათვის სამცხე-ჯავახეთში”
თარიღი: 2005-2007
სტატუსი: დასრულებული

 პროექტი ”ენის კურსები საჯარო მოხელეთათვის სამცხე-ჯავახეთში” დაფინანსდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ. პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდა: ა) გამოიცა სამდონიანი ქართული ენის სახელმძღვანელო ”საიმედო” სომხური და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის; ბ) ენის კურსები ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის საჯარო მოხელეთათვის. 500-მდე მსმენელმა გაიარა აღნიშნული კურსები; გ) ახალქალასა და ნინოწმინდაში დაფუძნდა ზრდასრულთა განათლების ცენტრები ”ენის სახლი”; დ) მოეწყო არაერთი კულტურული
ღონისძიება კულტურათაშორისი დიალოგისა და ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლების მიზნით; ე) შემუშავდა მეთოდიკური გზამკვლევი ქართულის, როგორც მეორე ენის, პედაგოგთათვის; ვ) გამოიცა ქართული ენის თვითმასწავლებელი და სასუბრო; ზ) გადამზადდა 24 ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი; თ) გამოიცა საინფორმაციო-მეთოდიკური ჯურნალის 13 ნომერი.