2021
დასრულებული

პროექტის სახელწოდება: ახალგაზრდული ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში/ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)
განხორციელების პერიოდი: ივნისი, 2015 - მაისი, 2021
დონორი: UNAG; USAID
ლოკაცია: თბილისი.
სტატუსი: დასრულებული

 



პროექტის მიზანი: სტუდენტების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური წარმატების მიღწევის, სოციალური და სამოქალაქო ინტრაციისათვის.
პროექტის ამოცანები:
» არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის ქართული ენის დაუფლების პროცესში ხელშეწყობა არაფორმარული განათლების გზით;
» ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებისა და მათი ქართველი თანატოლებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
» სტუდენტებში მულტიკურლტურულ გარემოში თანაცხოვრების, განსხვავებული რელიგიის, კულტურისა თუ შეხედულებების მქონე ადამიანებისადმი პატივისცემისა და ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება;
» სტუდენტებში მცირე საგრანტო პროექტების წერისა და განხორციელების, მოხალისეობრივი საქმიანობის, საინფორმაციო კამპანიების ორგანიზების, სამოქალაქო აქტივიზმის სწავლება და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა;
პროექტის განხორციელების შედეგად:
»ეთნიკური უმცირესობის სტუდენტები არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში გაეცნენ ქართველ თანატოლებს და ერთობლივად განახორციელეს სხვადასხვა საინტერესო პროექტი;
» სტუდენტებს გამოიმუშავდათ პროექტების წერისა და განხორციელების, დასაქმებისათვის აუცილებელი სხვა უნარები და შეძლეს არასამთავრობო, კერძო თუ სამთავრობო სექტორში დასაქმება;
» პროექტში ჩართულ სტუდენტებს აუმაღლდათ ცნობიერება განსხვავებული კულტურის, რელიგიისა და ტრადიციების მქონე ადამიანების შესახებ და წარმატებით შეძლეს ერთობლივად სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისას მუშაობა და თანაცხოვრება;
» ახალგაზრდული ცენტრის დახმარებით საუნივერსიტეტო სივრცე გახდა საინტერესო, კომფორტული და სასიამოვნო გარემო განსხვავებული შესაძლებლობების, უნარების, შეხედულებებისა და კულტურული ფონის მქონე სტუდენტებისათვის;
» ჩატარდა თემატური ლექცია-სემინარები და დისკუსიები სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, რამაც საშუალება მისცა მონაწილეებს გაემდიდრებინათ საკუთარი ცოდნა და გაეფართოებინათ მსოფლმხედველობა.