პროექტის სახელწოდება: MySchool.Ge/ganatleba.ge უკეთესი განათლების შესაძლებლობებისა და სამოქალაქო ჩართულობისთვის
განხორციელების პერიოდი: ნოემბერი 2021-მარტი, 2022
დონორი: OGP EU
სტატუსი: დასრულებული
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოებას და აქტიურ მოქალაქეებს საქართველოს საჯარო საგანმანათლებლო სერვისების შესახებ დასვან შეკითხვები და დააკვირდნენ მათ ფუნქციონირებას ინოვაციური ონლაინ პლატფორმისა და მასთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციის (Myschool.Ge) შემუშავებისა და მარტივი გამოსაყენებელი პროგრამის დანერგვის გზით. პროექტი წაახალისებს ქართულ საზოგადოებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო დაწესებულებების გაუმჯობესების პროცესში.
პროექტის შედეგები:
» პლატფორმის პილოტირების პროცესმა დაფარა სამიზნე, კლასტერული სკოლები, რომლებიც აერთიანებდნენ საქართველოს ზოგადი განათლების სკოლების ყველა ტიპს;
» პროექტში ჩაერთო ყველა მოქმედი საჯარო სკოლა, სულ 2086 სკოლა, 1000+ სკოლამდელი დაწესებულება და დაახლოებით 40-მდე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება;
» პლატფორმის სერვისები გაფართოვდა - პლატფორმას გააჩნია მდგრადობის პოტენციალი სკოლამდელი და უმაღლესი განათლების სერვისების გაფართოებისათვის;
» პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით, შინაარსის მცირე მოდიფიკაციით.