2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020
მიმდინარე

განხორციელების პერიოდი: ივნისი 2015 - მაისი 2020 
დონორი: UNAG; USAID 
პარტნიორები: 11 ა/ო; 14 ახალგაზრდული ცენტრი საქართველოს 13 ქალაქში 
ლოკაცია: თბილისი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი 
სტატუსი: მიმდინარე

მიზნები: 1) ეთნიკურ უმცირესობებსა და საქართველოს მთავრობას შორის ინტერაქციის ხელშეწყობა; 2) სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის გაზრდა; 3) საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოში არსებულ მრავალფეროვან გარემოზე. 

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი პროგრამის ფარგლებში შემდეგ კომპონენტებზე იმუშავებს: 

კომპონენტი 1 - სტრატეგიული და ადმინისტრაციული ინსტრუმენტების შექმნა: ა) სამოქმედო გეგმის შემუშავება უნივერსიტეტებში სტუდენტთა მხარდასაჭერად ბ) სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრების გამართვა გ) ტუტორობის სისტემის დანერგვა თსუ - ში ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამაზე დ) მონაცემთა ბაზის შექმნა სტუდენტებისთვის თბილისში საცხოვრებელ ბინებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის ე) სტუდენტთა მიღების/მოზიდვის სამოქმედო გეგმის შემუშავება ვ) სტუდენტთა საკონსულტაციო მომსახურების გაწევისა და მათი კარიერული განვითარების სტრატეგიის შემუშავება უნივერსიტეტებში ზ) უნივერსიტეტებს შორის, სადაც ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ხორციელდება, ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმის შექმნა და ადამიანური და პროფესიული კავშირების გამყარება თ) მუდლის პლატფორმისა და ელექტრონული რესურსების შექმნა ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამისთვის. 

კომპონენტი 2 - კვლევა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ა) კვოტირების სისტემის ეფექტურობის შესწავლა ორ ეტაპად - 2017 წელს და 2019-20 წლებში ბ) 2016 წელს, სტუდენტთა დამოკიდებულებების შესწავლა ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამისადმი გ) კვოტირების სისტემით ჩარიცხულ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა, 2016 წელს დ) ამ სტუდენტთა შემდგომი დასაქმებისა და მათი კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესწავლა ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლა ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. 

კომპონენტი 3 - პროგრამის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებაშესაბამისი ტრენინგებისა და ვორქშოპების ორგანიზების გზით (თსუ -ში, ილიას უნივერსიტეტში, თბილისის ტექნიკურ და სამედიცინო უნივერსიტეტებსა და სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტში).

კომპონენტი 4 - თსუ - ში, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ბაზაზე ახალგაზრდული ცენტრის შექმნა.