დონორი: ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OSCE HCNM)
ლოკაცია: თბილისი, ახალციხე, გორი, ბათუმი, თელავი, ქუთაისი
სტატუსი: მიმდინარე
პარტნიორები: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ, ილია უნი, შსს აკადემია, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის, ბათუმის, თელავისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტები
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტებისათვის (1+4 პროგრამის ბაზაზე), ასევე საბაკალავრო პროგრამების ყველა მიმართულების სტუდენტებისათვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ საუნივერსიტეტო კურსის შემუშავებას, ამ კურსისთვის სილაბუსებისა და ადეკვატური მასალის დამუშავებას, აკადემიური პერსონალის მომზადებას, კურსის აკრედიტაციისა და მისი განხორციელებისათვის ხელშეწყობას.