პროექტის სახელწოდება: გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის
პროექტის ბიუჯეტი: 306,930.10 ლარი
განხორციელების პერიოდი: 29 იანვარი, 2022-29 იანვარი, 2023
დონორი: ევროკავშირი, UNFPA, UN WOMEN
ლოკაცია: თბილისი, გურია, იმერეთი
სტატუსი: მიმდინარე
პროექტის მიზანი: საქართველოს განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ჰოლისტური მიდგომის გამოყენებით, რაც მოიცავს განათლების სისტემის ყველა ეტაპს.
პროექტის ამოცანები:
» ხელი შეუწყოს გენდერულად პასუხისმგებლიან სწავლებას და შეამციროს სტერეოტიპებისა და ცრურწმენების კვლავწარმოება სასკოლო გარემოში;
მხარი დაუჭიროს გენდერულად მგრძნობიარე სწავლებას განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და გამათლების პოლტიკის ადვიკატირების გზით;
» წაახალისოს მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიებში და გაუზიარონ ერთმანეთს გენდრულად პასუხისმგებლიანი საგანამანთლებლო პოლიტიკის დანერგვის გამოცდიულება;
» ხელი შეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა განათლების პროგრამებში გენდერულად მგრძნობიარე სწავლების მიმართულების ინკორპორაციას;
» ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოსწავლეების ახალ სასკოლო გარემოსა და ქართველ თანატოლებთან ინტეგრაციის პროცესს მულტიკულტურული სწავლების გზით.
პროექტის განხორციელების შედეგად:
» ასი (100) საჯარო და კერძო სკოლის გადამზადდება გენდერულად დაბალანსებული სასკოლო გარემოსა და გენდერულად მგრძნობიარე სწავლების მიდგომების იმპელემნტაციის მიზნით;
» მინიმუმ 1500 პედაგოგი დაეუფლება აუცილებელ ინფორმაციას დისკრიმინაციისა და ცრურწმენებისგან თავისუფალი პედაგოგიური პრაქტიკის წარმართვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. პედაგოგები გადამზადების შემდეგ შეძლებენ სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებული ხარვეზები პოზიტიურ პედაგოგიურ პრაქტიკად გარდაქმნან.
» მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და საუნივერსიტეტო პროგრამებს დაემატება გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიური კომპონენტი, როგორც აუცილებელ კომპეტენცია ამჟამინდელი და მომავალი მასწავლებლებისთვის.
» სულ მცირე ოცი ( 20) ავტორი და გამომცემელი მოახდენს გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას სახელმძღვანელოებში, რაც ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევას.
» საგანმანათლებლო საზოგადოება მონაწილეობას მიიღებს მსჯელობებში გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის შესახებ სხვადასხვა მედია არხების გამოყენებით.
» უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ 200 მოსწავლესა და ამდენივე მათ ქართველ თანატოლს განუვითარდებათ მულტიკულტურული კომპეტენციები და გაიაზრებენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას სხვადასხვა კულტურულ გარემოში.