2019
მიმდინარე

განხორციელების პერიოდი: სექტემბერი-ივნისი, 2019
დონორი:  ღია საზოგადოების ფონდი
ლოკაცია: ქვემო ქართლის რეგიონი, მარნეულის, გარდაბნის, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 6 სოფელი და ქალაქი.
სტატუსი: მიმდინარე

 

პროექტის განხორციელების შედეგად:

✔️ ეთნიკური უმცირესობის 6 საბავშვო ბაღში ბილინგვური განათლების საჭიროებაზე მორგებული მოდელი დაინერგება, რაც საშუალებას მისცემს მათ უპასუხონ ადგილობრივი თემების თანამედროვე მოთხოვნებს.
✔️ ბაღები აღიჭურვება თანამედროვე ბილინგვური და CLIL-ის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით.
✔️ სამიზნე ბაღების წარმომადგენლები აიმაღლებენ პროფესიულ უნარებსა და მიიღებენ ბილინგვური მეთოდიკით სწავლებისათვის საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.
✔️ 400-ზე მეტ სკოლამდელი ასაკის ბავშვს განუვითარდება კოგნიტური უნარები, გაიუმჯობესებს ქართული და მშობლიური ენის ფლობის დონეს და უკეთ იქნება მომზადებული სკოლაში სწავლისათვის.
✔️ ბილინგვური განათლების სკოლამდელ დაწესებულებებში დანერგვისათვის მომზადდება ეფექტური მეთოდიკის გამოყენების პრაქტიკული მაგალითი, რომლის გავრცობა და გადაღება სხვა ბაღებსა და სასკოლო პროგრამებშიც იქნება შესაძლებელი.

CCIIR- ბილინგვური განათლების პროგრამებს, საპილოტე რეჟიმში უკვე ახორციელებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში (პროექტი - საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით / OSCE HCNM).

მიმდინარე ორივე პროექტი მხარს უჭერს საზოგადოების ინტეგრაციის პროცესს სწორედ მულტილინგვური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.