პროექტის სახელწოდება: USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“
განხორციელების პერიოდი: 2022 ივლისი - 2027 ივლისი
დონორი: UNAG; USAID
ლოკაცია: მთელი ქვეყნის მასშტაბით
სტატუსი: მიმდინარე
USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.
პროგრამის მიზანი: პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოებაზე მორგებულ ცვლილებას, რომელიც მოითხოვს ღიაობას არასტაბილური სოციალური გარემოს მუდმივი შეფასებისთვის, ასევე სწავლისა და ადაპტაციის მექანიზმების ამოქედებას. პროექტის მიზანია, იკვლიოს, შეაფასოს და მხარი დაუჭიროს 1+4 პროგრამის ეფექტურად განხორციელების პროცესს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამების ოპერატიული გაუმჯობესებისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისაკენ მიმართული რეკომენდაციებით.
პროექტის აქტივობები:
» კვლევის ჩატარება 1+4 პროგრამის( საშეღავათო პოლიტიკა უმაღლესი სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისათვის) ეფექტურობის შესაფასებლად: CCIIR შეისწავლის 1+4 პროგრამის ეფექტურობასა და კონსულტაციას გაუწევს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ( SMRCE), ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (MOES) პროგრამის ოპტიმალური განხორციელების შესახებ.
» ეთნიკური უმცირესობებისთვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაფართოება: CCIIR შეისწავლის სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ეფექტურობას და რეკომენდაციას გაუწევს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ( SMRCE) ქმედითი რეკომენდაციებით სტაჟირების პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის.
» კვლევა ენობრივი პოლიტიკის შესახებ საქართველოში: CCIIR იმუშავებს განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად (TPDC), უმცირესობათა რეგიონებში ენობრივი განათლების წახალისებისა და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიული და პრაქტიკული ხარვეზების იდენტიფიცირების მიზნით. კვლევის საბოლოო მიზანი იქნება განათლების ენობრივი პოლიტიკის შესახებ ქმედითი რეკომენდაციების მომზადება.