მიმდინარე

პროექტის სახელწოდება: საზოგადოების ინტეგრაცია მრავალენოვანი განათლების მეშვეობით
განხორციელების პერიოდი: 01.04.2022-31.03. 2026
დონორი: OSCM, HCNM
ლოკაცია: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი
სტატუსი: მიმდინარე

 



პროექტის მიზანი: პროექტის საერთო მიზანია საქართველოში სოციალური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა მულტილინგვური საგანმანათლებლო რეფორმის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების შედეგად:
» ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში თერთმეტ (11) სკოლამდელ დაწესებულების პერსონალი აღჭურვილი იქნება სწავლების სათანადო უნარებით და ექნებათ შესაბამისი მხარდაჭერა CLIL-ის პროგრამის განსახორციელებლად;
» შემუშავდება სასწავლო მასალა სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად;
» გაუმჯობესდება 220-ზე მეტი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების აღსაზრდელის ენობრივი კომპეტენციები განათლების სამინისტროს მიერ არჩეულ ოთხ საპილოტე საბავშვო ბაღში, ამასთან CCIIR/OSCE HCNM-ის მიერ მხარდაჭერილ შვიდ საპილოტე საბავშვო ბაღში განხორციელდება მასწავლებელთა გადამზადება ბილინგვური სწავლებისათვის;
» ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შესაძლებლობები გაძლიერდება, რათა მათ ხელი შეუწყონ საბავშვო ბაღებში ბილინგვური განათლების პროგრამის განხორციელებას;
» ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 25 სკოლას პროექტის შედეგად ექნებათ საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა განაგრძოს ბოლინგვური განათლების პროგრამისა და შესაბამისი სოციალური პროგრამის განხორციელება;
» შემუშავდება სასწავლო მასალები დაწყებითი საფეხურის III-IV კლასებში CLIL-ის პროგრამით საგნების „ჩემი სამშობლოსა“ და „მე და საზოგადოების“ სწავლებისათვის;
» გაუმჯობესდება ქართული და არაქართული სკოლების მასწავლებელთა შესაძლებლობები გაცვლითი პროგრამების ინიცირებით;
» განათლების სამინისტროს მიერ არჩეულ ხუთი საპილოტე სკოლასა და CCIIR-ისა და OSCE/ HCNM მხარდაჭერილ 20 საპილოტე სკოლაში განხორციელდება ბილინგვური განათლების პროგრამები.