2021
დასრულებული

პროექტის სახელწოდება: გენდერული თანასწორობა სასკოლო სახელმძღვანელოებში
განხორციელების პერიოდი: სექტემბერი, 2020-სექტემბერი- 2021
დონორი: ევროკავშირი, UNFPA, UN WOMEN
ლოკაცია: თბილისი, გურია, იმერეთი
სტატუსი: დასრულებული

 



პროექტის მიზანი: საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა.
პროექტის ძირითადი ამოცანები:
» სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და სოციალური მეცნიერებების სახელმძღვანელოების ანალიზი გენდერული მგრძნობელობის თვალსაზრისით;
» სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის მიმდინარე რეფორმის შესწავლა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით;
» სახელმძღვანელოების განდერული კვლევის შედეგების საფუძველზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირება;
» გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული სტერეოტიპების თავიდან აცილების მიზნით სკოლების მასწავლებელთა შესაძლებლობების განვითარება საქართველოში.
პროექტის მნიშვნელოვანი შედეგებია:
» პროექტში ჩართულ მხარეებს აუმაღლდათ ცნობიერება გენდერულად მგრძნობიარე საგანათლებლო რესურსების შესახებ;
» თბილისის, გურიისა და იმერეთის სკოლებში მომუშავე სულ მცირე ექვსასი (600) მასწავლებელი ფლობს შესაბამის კომპეტენციას, უნარებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებების პოზიტიურ გამოცდილებად გარდაქმნის მიდგომების გამოყენების შესახებ;
»კარგად მომზადებული მასწავლებელთა საზოგადოება, რომელიც იწყებს კვლევას, რეფლექსიას, ანალიზს და გენდერულად მგრძნობიარე სასწავლო პრაქტიკას;
» სახელმძღვანელოების გრიფირების წესების გადასინჯვა, სადაც გენდერული მგრძნობელობის შეფასების კრიტერიუმები უზრუნველყოფენ ორივე სქესის დაბალანსებულ წარმომადგენლობას, ბიჭებისა და გოგოების თანაბარი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებას;
» ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შემუშავების პროცესში მყოფი სახელმძღვანელოები მოიცავს გენდერულად დაბალანსებულ შინაარსს;
» გენდერული თანასწორობის საკითხი ქვეყნის განათლების სისტემაში გრიფირების გაუმჯობესებული წესების/პოლიტიკისა და შემუშავებული საგანმანათლებლო მასალების გათვალისწინებით, ყურადღების ცენტრშია.