GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2010-05-25
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო პროექტი “მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა”

2010 წლის მაისში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო პროექტის “მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა” განხორციელება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ცენტრი შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:

• შემუშავდება ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მეთოდური სახელმძღვანელო 7-12 კლასების 7 საგანში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;

• შეიქმნება თვალსაჩინოებათა პაკეტი ენის ინტეგრირებული სწავლების ხელშესაწყობად დაწყებითი კლასებისთვის;

• პროექტის ფარგლებში ორ თვეში ერთხელ გამოიცემა ჟურნალი ,,ბილინგვური განათლება’’, რომლის თარგმნა განხორციელდება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც;

• ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების, ბილინგვური განათლების პროგრამის მომზადების, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით მომზადდებიან განათლების რესურს ცენტრისა და ენის სახლების თანამშრომლები.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით