GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2010-04-30
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრს ლატვიელი ექსპერტები სტუმრობენ

2009 წლის დეკემბრიდან სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახორციელებს პროექტს “Ethnic minority educational rights protection through bilingual education” ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ცენტრს 28 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობენ ლატვიელი ექსპერტები დაცე დალბინა და ვინეტა ვაივადე. ლატვიელი და ქართველი ექსპერტები ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება სატრენინგო პროგრამა “ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მეთოდები დაწყებით კლასებში” და შემუშავდება ენისა და საგნის ინტეგრირებული სახელმძღვანელოს სტრუქტურა, კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. ქართველი და ლატვიელი ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას და 2010 წლის ბოლოსთვის ივარაუდება მასწავლებელთათვის მეთოდიკური სახელმძღვანელოს გამოცემა ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში ლატვიელი ექსპერტები ეწვევიან საჯარო და კერძო სკოლებს, სადაც ხორციელდება ბილინგვური განათლების პროგრამები, აგრეთვე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხელმძღვანელობისა და მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს წაუკითხავენ ლექციას “ბილინგვური განათლების რეფორმა ლატვიაში.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით