GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2009-01-25
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ახალი პროექტების განხორციელება დაიწყო

2009 წლის დეკემბრიდან სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო პროექტის `არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა მულტილინგვური განათლების რეფორმის პროცესში~ განხორციელება (ევრაზიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით); პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს არაქართულენოვან სკოლებს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასას და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწყებული მულტილინგვური და ინტერკულტურული განათლების რეფორმის პროცესში. პროექტის კონკრეტული ამოცანებია: სასწავლო გეგმებში, სახელმძღვანელოებსა და შეფასების სისტემაში ინტერკულტურული ასპექტების ასახვის ხელშეწყობა; მეთოდიკური მასალების შექმნა ინტერკულტურული სწავლებისა და ბილინგვური განათლების მეთოდიკაში; მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინტერკულტურული და ბილინგვური სწავლების მეთოდიკაში.

2009 წლის დეკემბერშივე ცენტრმა დაიწყო 2–წლიანი პროექტის – Ethnic minority educational rights protection through bilingual education – განხორციელება, რომელიც ევროკომისიის მიერ ფინანსდება. პროექტი მულტილინგვური განათლების საწყის ეტაპს – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებით საფეხურს მოიცავს და ითვალისწინებს ლატვიელი ექსპერტების ჩართულობით, საქართველოში ტრენერ–მულტიპლიკატორების მომზადებას, ტრენერთა მიერ რეგიონებში (სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში) მასწავლებელთა გადამზადებას ტრენინგების გზით, აგრეთვე საჭირო რესურსების (სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით) შექმნას.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით