GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2009-12-22
ტრენინგები გორში

2009 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის (IRC) ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა ცხინვალის რეგიონიდან დევნილთათვის საგანმანათლებლო აქტივობები:

კერძოდ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ორგანიზება გაუწია ქალაქ გორში სხვადასხვა თემაზე ტრენინგების ჩატარებას.
ტრენინგების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეეებისათვის სხვადასხვა უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ სიცოცხლისუნარიანი და მოთხოვნაზე მორგებული საბავშვო და ახალგაზრდული პროგრამების წარმართვა. აგრეთვე, 8 ახალი დასახლების ახალგაზრდებისათვის შიდა ქართლის რეგიონში შექმნილი ახალგაზრდული ინიცატივების ცენტრის ახალგაზრდებისა და სხვა ჩართული წევრებისათვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, დამოუკიდებლად წარმართონ ცენტრის აქტივობები.
ჩატარდა სულ 21 ტრენინგი სხვადასხვა თემაზე (ბავშვთა დაცვა, ბავშვთა უფლებები, ბავშვებთან მუშაობის მეთოდოლოგია, ახალი მეთოდები და მიდგომები კლასგარეშე აქტივობებში, ჯგუფური მუშაობა და მუშაობის დინამიკა, ახალგაზრდებისა და ბავშვების აქტივობების მენეჯმენტი, პრაქტიკული თამაშები და აქტივობები ბავშვებთან დახალგაზრდებთან მუშაობისას, ახალი მეთოდები და მიდგომები კლასგარეშე აქტივობებში,
ტრენინგი ტრენერებისთვის, თემის მობილიზაცია, პროექტის წერისა და თანხების მოძიების უნარები, ბიზნეს პროექტების წერის უნარები, კომუნიკაციური სტრატეგიები, ლიდერობის უნარების განვითარებაში).


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით