GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2009-10-20
ვებ–გვერდის www.ganatleba.ge პრეზენტაცია რეგიონებში

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახორციელებს პროექტს "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის პროცესში" პროექტი ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხრდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოიცა ჟურნალ "მასწავლებელის" სომხური და აზერბაიჯანული ვერსია, აგრეთვე მეთოდური სახელმძღვანელოს "სასწავლო და პროფესიული გარემოს" სომხური და აზერბაიჯანული ვერსიები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებ-პროტალი www. ganatleba.ge არაქართულენოვანი სკოლებისთვის. აღნიშნული სახლმძღვანელოების არაქართულენოვანი სკოლებისთვის გადაცემისა და აგრეთვე ვებ-გვერდის პრეზენტაციის მიზნით ჩატარდა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან შეხვედრები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართა 24 სექტემბერს ახალქალაქში, 25 სექტემბერს ნინოწმინდასა დ ახალციხეში, 6 ოქტომბერს ბოლნისსა და დმანისში, 7 ოქტომბერს მარნეულსა და გარდაბანში და 9 ოქტომბერს წალკაში. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში ადგილებზე დაურიგდათ მასწავლებლებს მეთოდიკური წიგნი: „სასწავლო და პროფესიული გარემო“, ; აგრეთვე ჟურნალ „მასწავლებლის“ 2009 წლის I ნომერი. ადგილებზევე მოხდა ვებ-გვერდის www.ganatleba.ge პრეზენტაცია და საიტის სტრუქტურაში მასწავლებლების გარკვევა.


-
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით