GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2009-03-29
2009 წლის 29 მარტს `სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის~ პროექტის – ~სამოქალაქო განათლების რესურს ცენტრები~ ფარგლებში სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

2009 წლის 29 მარტს `სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის – ~სამოქალაქო განათლების რესურს ცენტრები~ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის~ დაფინანსებით და სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში, გაიმართა პირველი შეხვედრა მიზნობრივ ჯგუფთან – რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა გაიმართა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. შეხვედრას უძღვებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სახალხო დამცველის სამოქალაქო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გაბუნია.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, აზრი გამოეთქვათ კახეთის რეგიონში არსებული პრობლემების თაობაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართულებით.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით