GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2009-06-19
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გაბრიელაშვილთან და კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2009 წლის 19 ივნისს „სამოქალაქო ინტერგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობათა ცენტრის"  ინიციატივით პროექტის "სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრები" ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევრაზიის თაქნამშრომლობის ფონდის მიერ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გაბრიელაშვილთან და კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა დოკუმენტების აღებასთან დაკავშირებით და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო სტრუქტურებში გატარებული რეფორმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და დოკუმენტირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მოქალაქეთა კითხვები, ძირითადად, დოკუმენტების არმქონე პირებისათვის პრობლემების მოგვარებას, დოკუმენტებში დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას,  მოსახლეობისათვის ადგილზე მომსახურების გაწევას უკავშირდებოდა. ყველაზე აქტუალური იყო დევნილებისა და ლტოლვილებისათვის იურიდიული ფაქტების დადგენის საკითხი. აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობა ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს იურიდიული ფაქტის დასადგენად თბილისში ჩამოსვლად. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელმა აღუთქვა შეხვედრის მონაწილეებს ამ პრობლემის ადგილზე მოგვარება, მათი წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გადაწყვეტენ დევნილთათVის და ლტოლვილებისთვის ამ საკითხის მოგვარებას.
 შეხვედრის შემდგომ საინფორმაციო ბიულეტენის ბიულეტენი „ხშირად დასმული შეკითხვები“ გამოიცემა. ბიულეტენში მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გაცემული პასუხები იქნება თავმოყრილი.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით