GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2009-02-19
2009 წლის 19 თებერვალს, 11 საათზე თელავში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების ცენტრის ოფისი გახსნა

2009 წლის 19 თებერვალს, 11 საათზე თელავში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების ცენტრის ოფისი გახსნა. სამოქალაქო განათლების ცენტრი გაიხსნა "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრები"-ს ფარგლებში. სამოქალაქო განათლების ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი , "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ასოცირებული დირექტორი ქემრინ ქრისტენსენი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე, კახეთი რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამოქალაქო განათლების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა სახის აქტივობას, რათა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ, დაეუფლონ პრაქტიკული სამართლის, გამოყენებითი ეკონომიკისა და პროფესიული ინტერესების შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობების საფუძვლებს. მოეწყობა შეხვედრები, დებატებს და დისკუსიები, შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან, ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფთან.  პროექტის მთავარი მიზანია გაიზარდოს კახეთის რეგიონში მოსახლეობის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში

 


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით