GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2008-12-05
2008 წლის 5 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში პროექტის "რეკომენდაციების შემუშავება ენობრივი პოლიტიკის შემუშავებისა და ენობრივ უმცირესობათა უფლებების დაცვის მიზნით" შედეგების პრეზენტაცია მოეწყო

2008 წლის 5 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში პროექტის "რეკომენდაციების შემუშავება ენობრივი პოლიტიკის შემუშავებისა და ენობრივ უმცირესობათა უფლებების დაცვის მიზნით" შედეგების პრეზენტაცია მოეწყო. , პროექტი პოლონეთის საელჩოს მიერაა დაფინანსებული და "ახალგაზრდულ რესპუბლიკურ ინსტიტუტთან", სახალხო დამცველის სამოქალაქო განათლების ცენტრთან და "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან" თანამშრომლობით ხორციელებდა. პოლონურ მხარეს პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის ენობრივი პოლიტიკისა და უმცირესობათა კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი ტომაშ ვიხერკევიჩი წარმოადგენს. პროექტის განხორციელების პროცესში რეკომენდაციები ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიასთან ქართული მხარის მიერთების პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავდა.  რეკომედაციების ავტორები არიან სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ექსპერტები შალვა ტაბატაძე, კახა გაბუნია და მარიკა ოძელი
 


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით