GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2019-02-10
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე

ტენდერი ცხადდება პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTCP) ფარგლებში, ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით. პროექტის განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი საქართველოში და რეგიონალური განვითარების კავშირი „ტამასი“, აზერბაიჯანი.

მომსახურების აღწერა:

ტენდერში მონაწილე სასტუმროებმა უნდა უზრუნველყონ:

  • 32 ადამიანის განთავსება სასტუმროში 3 ღამით
  • სამჯერადი კვება 4 დღის განმავლობაში
  • საკონფერენციო ოთახი 4 დღის განმავლობაში
  • ორჯერადი ყავით შესვენება და გამაგრილებელი სასმელები ტრენინგის მიმდინარეობისას.

 სავალდებულო მოთხოვნები:

  • სასტუმროს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის  მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სასტუმრო უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არაუმეტეს 250 კმ-ის დაშორებით
  • სასტუმროს ნომრებს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური სველი წერტილი
  • სასტუმროში უნდა იყოს ხანძარსაწინაარმდეგო სისტემა.

მომსახურების გაწევის პერიოდი: თებერვლის მეორე ნახევარი (ზუსტი თარიღები დაზუსტდება და მიეწოდება შერჩეულ სასტუმროს).

ტენდერში მონაწილე სასტუმროებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე

  •  სასტუმროს რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
  •  მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა.

დაინტერესებულებმა სატენდერო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მცხეთის ქუჩა 8/90. საკონტაქტო პირი: მამუკა ჭეიშვილი.

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი 17:00 საათი.

CCIIR დაუკავშირდება მხოლოდ იმ სასტუმროებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე:  info@cciir.ge


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით