GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2018-12-01
CCIIR აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურეობის უზრუნველყოფაზე

პროექტი "მულტილინგვური განათლების მხარდაჭერა საქართველოში" ხორციელდება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის - CCIIR მიერ, OSCE HCNM-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა და საზოგადოების ინტეგრაციის ხელშეწყობა. მიზანი მიიღწევა: 1) მასწავლებლებისა და მოსწავლეთათვის საჭირო სასწავლო მასალის მიწოდებით; 2) ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებით; 3) ახალი მიდგომების გამოყენებით სწავლა/სწავლების პროცესში. პროექტის ფარგლებში, როგორც ერთ-ერთი აქტივობა, ჩართულია ბეჭდვითი მომსახურეობის შეძენა, კერძოდ დაწყებითი და სკოლამდელი საფეხურისთვის სახელმძღვანელოების, გზამკვლევების, პოსტერების, კარტების და სხვა ვიზუალური მასალების ბეჭდვა. საბეჭდი მასალის შინაარსი, ფორმატი და ილუსტრაციები CCIIR-ის მიერ იქნება მიწოდებული. ტენდერში მონაწილე პირები ვალდებულნი არიან, მათი შემოთავაზება აკმაყოფილებდეს იმ ინსტრუქციებს, ვადებს და პირობებს, რომლებიც მითითებულია სატენდერო განაცხადში. აღწერილი ვალდებულებების დაუცველობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას. სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადა და პროტოკოლი: შემოთავაზებები მიიღება არაუგვიანეს 2018 წლის 15 დეკემბრისა, თბილისის დროით 5 საათამდე, ფოსტით ან პირდაპირ შემდეგ მისამართზე: მცხეთი ქუჩა 8, ბინა 90, 0179 თბილისი. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში!!

სატენდერო განაცხადი


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით