GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2018-11-30
საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად

დაიწყო ძალიან საჭირო ინიციატივის განხორციელება, რომელიც PITA პროგრამასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ეკუთვნის.

თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისგან შემდგარი მობილური ჯგუფი ემზადება იმისთვის, რომ ჩაატაროს საინფორმაციო კამპანია არაქართულენოვან რეგიონებში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი). კამპანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას გულისხმობს. 

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თსუ-სა და ილიაუნის სტუდენტები მიზნობრივ ჯგუფებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამისა და საშეღავათო პოლიტიკის შესახებ, PITA პროგრამის შესახებ, პროფესიული განათლებისა და მათთვის სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ სტუდენტები, რომლებიც სწორედ 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულები არიან, თავიანთ გამოცდილებასაც გაუზიარებენ ახალგაზრდებს.

კამპანიის დაწყებამდე კი სტუდენტები ტრენინგის დაგეგმვისა და ორგანიზების ტექნიკებს ისწავლიან.

ორდღიანი ტრენინგის ორგანიზებას, რომელიც 1+4 პროგრამაზე სტუდენტთა რეკრუტირების (მოზიდვის/მიღების) კამპანიის განხორციელებას ეძღვნება, უზრუნველყოფს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), რომელიც PITA პროგრამის პარტნიორია.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით