GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2018-11-11
პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში გრძელდება ტრენინგების ციკლი პროექტში ჩართული არაქართულენოვანი სკოლების მონაწილეობით

2-5 და 9-11 ნოემბერს, ბაკურიანში ტრენინგები მოწვეულმა ტრენერებმა - თამარ ჯაყელმა და დესპინე ქოიავამ (განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო) და განათლების ექსპერტმა, ანნა გოლუბევამ ჩაატარეს. 

მათი სატრენინგო სესიების ძირითადი თემატიკა იყო: კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული პედაგოგიკის საფუძვლების გააზრება, ენისა და საგნის ინტეგრირებულად და ეფექტიანად სწავლება საგანმანათლებლო რესურსის „შევიმეცნოთ სამყარო ქართულად“ გამოყენებით, რესურსის სტრუქტურის გააზრება. მეორე მხრივ, დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის CLIL-ის (ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება) მეთოდის, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ყოველდღიურ სასწავლო პროცესში დანერგვისთვის. 

პროექტს CCIIR ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით