GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2018-09-13
პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში გაცნობითი ტრენინგი მიმდინარეობს

 ამ დღეებში, პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში მიმდინარეობს გაცნობითი ტრენინგი ბაკურიანში. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ კონკურსში შერჩეული 20 საპილოტე სკოლა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან.

პროექტის ფარგლებში, თითოეულ მათგანი თავის სკოლაში ბილინგვური სწავლების მოდელს დანერგავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სამიზნე რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ შესაბამისი ორენოვანი განათლება (როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენაზე).

გაცნობით ტრენინგზე, სკოლის დირექტორები, ქართულისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლები განიხილავენ თავიანთ სკოლასა და თემში არსებულ პრობლემებს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს სწავლების ბილინგვური მოდელის განსახორციელებლად.

პროექტის მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილია შერჩეული სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მომზადება, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლებისთვის მასალების მომზადება, შერჩეული სკოლების დირექტორთა ტრენინგი ბილინგვური სწავლების პროცესის მართვის მიმართულებით, ასევე მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება ბილინგვური სკოლებისთვის.

პროექტი "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ის მხარს უჭერს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას.

 

ტრენინგის ფოტოები:

სომხურენოვანი სკოლები

აზერბაიჯანულენოვანი სკოლები

 


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით