GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2018-06-11
სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება

9-10 ივნისს, პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში მოწვეულმა ტრენერმა, ანა გოლუბევამ ორდღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩაატარა პროექტის ბენეფიციარი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან.

ტრენინგები ეთნიკური უმცირესობის ბავშვებში ენობრივი უნარების განვითარებას შეეხებოდა. უფრო კონკრეტულად, ტრენინგის მიზანი იყო ბავშვებში ენობრივი უნარების განვითარებაზე დაფუძნებული კომპეტენტური მიდგომის შემუშავება. ამ მიდგომის გამოყენება ხელს უწყობს როგორც სახელმწიფო, ისე მშობლიურ ენაზე თანაბრად მაღალი ენობრივი კომპეტენციების ეფექტურ განვითარებას. აგრეთვე, მთლიანობაში, ხელს უწყობს ადრეული სწავლებისა და განვითარების ხარისხის ამაღლებას.

პროექტი "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ის ითვალისწინებს ბილინგვური განათლების პროგრამის განხორციელებას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების შვიდ საბავშვო ბაღში, სადაც ამის საჭიროება და მზაობა არსებობს. გარდა ამისა, პროექტი მხარს უჭერს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით