GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2018-03-26
პროექტის „საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ DTYG ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25-26 მარტს, ბაკურიანში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა პროექტის „საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ DTYG ფარგლებში. შეხვედრა შეეხებოდა პროექტის სამიზნე უნივერსიტეტებში არსებული საბაკალავრო პროგრამების/კურსების სააკრედიტაციოდ წარდგენილი სილაბუსების („ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“) პრეზენტაციასა და განხილვას. ასევე შეხვედრა დაეთმო "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ კურსისთვის სხვადასხვა სასწავლო რესურსის მიმოხილვას, ტექსტების შერჩევის კრიტერიუმებისა და CLIL მიდგომის განხილვას.

პროექტი ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით და ის ითვალისწინებს: საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტებისათვის (1+4 პროგრამის ბაზაზე), ასევე საბაკალავრო პროგრამების ყველა მიმართულების სტუდენტებისათვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ საუნივერსიტეტო კურსის შემუშავებას, ამ კურსისთვის სილაბუსებისა და ადეკვატური მასალის დამუშავებას, აკადემიური პერსონალის მომზადებას, კურსის აკრედიტაციისა და მისი განხორციელებისათვის ხელშეწყობას.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით