GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2018-03-24
CCIIR-მა პროგრამა PITA-ს ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა

23-24 მარტს, ბაკურიანში, "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების მონაწილეობით. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა საუნივერსიტეტო ქსელის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარადგინეს და იმსჯელეს როგორ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესში მრავალფეროვნების ასახვა. მათ ასევე განიხილეს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის აკრედიტაციის საკითხი და საუნივერსიტეტო ქსელის ფარგლებში ერთობლივი სამოქალაქო აქტივობებიც დაგეგმეს.

შეხვედრაზე შედგა პრეზენტაცია ვებგვერდის uninet.ge, რომელიც წარმოადგენს ურთიერთთანამშრომლობის ელ. პლატფორმას საქართველოს იმ სამიზნე უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლებშიც საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე 1+4 პროგრამა ფუნქციონირებს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის, ბათუმის, ქუთაისისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

"ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა" [PITA] ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR, რომელიც პროგრამის ფარგლებში რამდენიმე კომპონენტზე მუშაობს.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით