GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2017-12-24
ტრენინგები სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებთან

20-24 დეკემბერს, CCIIR-მა ბაკურიანში გამართა სატრენინგო სესიები პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას.

ტრენინგები, რომლებიც ბილინგვური სწავლების მეთოდიკას შეეხებოდა, ჩატარდა პროექტში ჩართულ  სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბილინგვური განათლების პროგრამის განხორციელებას სწორედ ამ სამიზნე რეგიონების შვიდ საბავშვო ბაღში, სადაც ამის საჭიროება და მზაობა არსებობს.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით