GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2017-10-26
ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდების დასაქმების შესახებ კვლევა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) კვლევის ანგარიში წარადგინა, რომელიც საქართველოში ეთნიკური უმცირესობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების, მათი კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესწავლას შეეხება.

კვლევა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

CCIIR - ის კვლევა ჩატარდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (თსუ-ს, ილიაუნის, სამედიცინო, ტექნიკური და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების მონაწილეობით) და მისი მიზანი იყო იმ პირობებისა და შესაძლებლობების შესწავლა, რომელიც დღეს არსებობს დასაქმების ბაზარზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის. ორგანიზაცია შეეცადა გაერკვია როგორია ამ ახალგაზრდების დასაქმების გამოცდილება, დამოკიდებულება და მოლოდინები. ასევე, რამდენად აძლევს უნივერსიტეტი სტუდენტს შესაბამის პროფესიულ ცოდნასა და უნარებს და რა როლი აქვს მას ამ სტუდენტთა თუ კურსდამთავრებულთა კარიერულ დაგეგმვასა და განვითარებაში. კვლევა დაეხმარება საქართველოს განათლების სისტემას გააუმჯობესოს უმაღლესი განათლების პოლიტიკა დასაქმების ბაზართან მიმართებით.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით