GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2017-07-10
ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები რეგიონებში

პროგრამა PITA - ს ფარგლებში, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR იწყებს ვორქშოფების ორგანიზებას რეგიონებში ევროკავშირისა და დასავლური ღირებულებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ვორქშოფის მონაწილეები PITA-ს ახალგაზრდული ცენტრების წევრი-სტუდენტები იქნებიან საქართველოს მასშტაბით. მათთვის ვორქშოფებს ჩაატარებენ: CCIIR -ში სტაჟირებით მყოფი პოლინ პრუნიე, საფრანგეთიდან, რომელსაც გამოცდილება აქვს და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ასევე მათივე თანატოლები თსუ ახალგაზრდული ცენტრიდან - ფაგან აბასოვი და თინა პოღოსიანი, რომლებიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული თემატური სკოლის "საქართველო და ევროკავშირი“ მონაწილეები იყვნენ. ისინი თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ მონაწილეებს. თემატური სკოლის ფარგლებში თინას და ფაგანს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, ადამიანის უფლებებზე, დასავლურ ღირებულებებზე და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე.

ვორქშოფები მარნეულში, დმანისში, გორში თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ახალციხეში ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

"ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა" [PITA] 2015 წლიდან ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით