GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2016-05-31
CCIIR ახალ კვლევას იწყებს

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის ფარგლებში დაიწყო კვლევითი კომპონენტის განხორციელება. კვლევა ეხება განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ "საშეღავათო პოლიტიკის" ეფექტურობის შესწავლას. საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შემოიღეს კვოტირების სისტემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის. მშობლიურ ენაზე უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, არაქართულენოვანი აბიტურიენტები ქართულ ენაში მომზადების 1 წლიან პროგრამას გადიან და ენის სათანადოდ ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდეგ ირჩევენ მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამას, რომელზეც აგრძელებენ სწავლას.

ორგანიზაცია საკითხზე კვლევას რამდენიმე მიმართულებით განახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2015-16 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტთა დამოკიდებულებების შესწავლა ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამისადმი. კითხვარების საშუალებით სტუდენტების გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიმდინარეობს. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი სულ დაახლოებით 300-მდე სტუდენტს გამოიკითხავს თსუ-დან, სამედიცინოსა და ტექნიკური უნივერსიტეტებიდან, ასევე ახალციხისა და ახალქალაქის უნივერსიტეტებიდან. მომდევნო ეტაპზე კი იგეგმება კვოტირების სისტემით ჩარიცხულ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა. უფრო კონკრეტულად კი ამ სტუდენტთა შემდგომი დასაქმებისა და მათი კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესწავლა.

კვლევის შედეგების ანალიზი საშუალებას მოგვცემს შევიმუშავოთ რეკომენდაციები ხსენებული პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის გასაუმჯობესებლად.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია კვლევას ატარებს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამა არის 5 წლიანი, დაიწყო 2015 წლის ივნისში და გაგრძელდება 2020 წლის მაისის ბოლომდე.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით