GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2016-04-06
კიევში DIMTEGU პროექტის კონსორციუმის წევრთა შეხვედრა გაიმართა

2-5 აპრილს უკრაინაში, კიევში გაიმართა პროექტის "მულტილინგვურ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში" (DIMTEGU) კონსორციუმის წევრთა შეხვედრა. პროექტი ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ზოგადი მიზანია საქართველოსა და უკრაინაში მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გარდა, პროექტის კონსორციუმის წევრმა უნივერსიტეტებმა მიიღეს: საქართველოდან (თსუ-მ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა), უკრაინიდან (დნეპროპეტროვსკისა და ლვოვის უნივერსიტეტებმა), ლიტვიდან (ვილნიუსის უნივერსიტეტმა), ლატვიიდან (ლატვიის უნივერსიტეტმა), და გერმანიიდან (გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტმა). პროექტის პარტნიორმა ინსტიტუციების წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს/მოისმინეს ანგარიშები რიგი აქტივობების შესახებ, რომლებიც პროექტის ფარგლებში თითოეულ მათგანსპროექტის დაწყებიდან (2013 წლიდან) დღემდე განუხორციელებია.

DIMTEGU პროექტის კონსორციუმის წევრთა დასკვნითი შემაჯამებელი შეხვედრა 2016 წლის სექტემბერში უკვე თბილისში გაიმართება.

 

CCIIR - ის ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ მიბმულ ფაილში


- DIMTEGU presentation
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით