GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2015-09-14
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა

14 სექტემბერს, თსუ მე-7 კორპუსში, ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრები ჩატარდა"ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრებზე სტუდენტები გაეცნენ პროექტის არსს, მიზნებსა და იმ აქტივობებს, რომლებიც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში.

სტუდენტებს ასევე დაურიგდათ გზამკვლევი, რომელიც შეიცავს მათთვის სასარგებლო და საჭირო ყველა ინფორმაციას როგორც აკადემიურ მოთხოვნებზე, ასევე სასწავლო პროცესზე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, ყველა იმ შემოთავაზებასა და შესაძლებლობებზე, რომელსაც თსუ სთავაზობს სტუდენტებს. გზამკვლევი მოამზადა და დაბეჭდა „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ და ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

შეხვედრებს პროგრამის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით