GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2015-07-13
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები გამართა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 10-12 ივლისს, კვარიათში მიმდინარე პროექტის - „მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებშიფარგლებში (დონორი - ფონდიღია საზოგადოება-საქართველო”) პროექტის სამიზნე ქუთაისის, ბათუმისა და გორის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებსა და ხარისხის მართვის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.  

მულტიკულტურული განათლების ასახვის ინსტრუმენტები მასწავლებელთა განათლების პროგრამებში,  როგორ შევადგინოთ კულტურულად რელევანტური სასწავლო სილაბუსები და სასწავლო რესურსები - ეს ძირითადი საკითხები განიხილეს შეხვედრებზე მონაწილეებმა. ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ტემპუსისპროექტისმულტიკულტურული განათლებისა და მრავალფეროვნების სწავლების საერთაშორისო კურუკულუმის შექმნაშედეგები.

ერთობლივ სამუშაო შეხვედრებზე უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა  მულტიკულტურული ასპექტების მასწავლებელთა პროგრამებში ასახვასთან დაკავშირებით სამომავლო კოორდინირებულ მუშაობაზეც იმსჯელეს. გარდა ამისა  დაიწყება  მასწავლებელთა  ახალი, .. 300-კრედიტიანი პროგრამის პედგოგიური ბლოკის სტრუქტურაზე  მუშაობაც თითოეული უმაღლესი სასწავლებლის სპეციფიკის გათვალისწინებით.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით