GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2015-05-29
კულტურული ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

29 მაისს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურული ღონისძიება ჩაატარა. თსუ ქართულ ენაში მომზადების სტუდენტები ქუთაისის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს - მომავალ სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიება მოეწყო პროექტის "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში" ფარგლებში, რომელიც ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია მომავალი მასწავლებლების მომზადება მაღალი მულტიკულტურული მგრძნობელობითა და მრავალფეროვანი კლასის მართვისა და სწავლების უნარებით უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა განათლების პროგრამების გაუმჯობესების გზით.

შეხვედრას დაესწრნენ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის წარმომადგენლები, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის წარმომადგენლები, რომლებმაც სწავლების სპეციფიკასა და მეთოდიკაზე ისაუბრეს, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, მომავალი მასწავლებლები, რომელთაც უთუოდ მოუწევთ მულტიკულტურულ გარემოში, არაერთგვაროვან სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა. შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ თსუ მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტები - როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანულენოვანი მიმართულების წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ სომეხ და აზერბაიჯანელ თანატოლებთან ერთად მოეწყო ექსკურსია ბაგრატზე, ებრაულ სინაგოგაში, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებში.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი მსგავს ღონისძიებებს მართავს/გამართავს პროექტის სამიზნე სხვა უნივერსიტეტბშიც - გორისა და ბათუმის. ინტერკულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით ორგანიზაცია ხელს უწყობს საუნივერსიტეტო გარემოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის წახალისებას.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით