GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2015-05-25
საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში" ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექცია თემაზე ,,ევროპული გამოცდილება ინტერკულტურულ განათლებაში“ წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ,,ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის“ წევრმა, დოქტორმა ოლივერ რაისნერმა. გერმანელმა მკვლევარმა განათლების ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ინტერკულტურული განათლების მიღწევები, სიახლეები და გამოწვევები გააცნო.

შეგახსენებთ რომ CCIIR აღნიშნულ პროექტს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია მომავალი მასწავლებლების მომზადება მაღალი მულტიკულტურული მგრძნობელობითა და მრავალფეროვანი კლასის მართვისა და სწავლების უნარებით უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა განათლების პროგრამების გაუმჯობესების გზით.

ლექციის  მოსასმენად გადადით ლინკზე  yourlisten.com/GazetiBatumelebi/AzNTIzNW


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით