GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2014-12-22
CCIIR - მა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთათვის პროფესიული ტრენინგები ჩაატარა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებდა 150 მასწავლებლის გადამზადებას არაქართულენოვანი სკოლებიდან (ჯგუფები დაკომპლექტდა ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებიდან). სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ტრენერები მუშაობდნენ მარნეულისა და ბოლნისის რაიონების სკოლის დაწყებითი კლასებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებთან.

მსმენელებმა გაიარეს მოდული: „ბილინგვიზმისა და ბილინგვური განათლების საფუძვლები“. კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს

- ეცოდინებათ ბილინგვური განათლების ძირითადი თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
- ეცოდინებათ ბილინგვურ კლასში როგორც საგნობრივი, ასევე ენობრივი კომპონენტის (მეორე ენის) სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები
- მეთოდიკურად გამართულად შეძლებენ ბილინგვურ კლასში ენისა და საგნობრივი კომპონენტის ინტეგრირებულ სწავლებას და ადეკვატური შეფასების სისტემის გამოყენებას
- განუვითარდებათ, პრეზენტაციის მომზადებისა და წარმოდგენის უნარები
- განუვითადებათ დამოუკიდებლად მცირე კვლევის ჩატარების უნარი
- განუვითარდებათ ჯგუფური პროექტის შესრულების უნარი

ტრენინგების კურსი მოიცავდა 9 დღეს (45 საკონტაქტო საათი) ყოველი კვირის პარასკევი-შაბათ-კვირას. მე-10 დღე (5 სთ) კი დაეთმო პოსტ-ტესტირებას მიღებული შედეგების გადამოწმებისა და სერტიფიკატის გაცემის მიზნით.

ტრენინგები ჩატარდა ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „მულტილინგვური განათლების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის შემუშავება და დანერგვა უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში“ ფარგლებში, რომელსაც „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ 2012 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს. „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გარდა, საქართველოს მხრიდან კონსორციუმში ჩართულნი არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კონსორციუმის ხელმძღვანელი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში მუშავდება მულტილინგვური განათლების სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფუნქციონირების დაწყებაც, აკრედიდაციის შემდგომ, 2014 წლიდან ივარაუდება. ამავე პროექტის ფარგლებში ივარაუდება საბაკალავრო პროგრამის პილოტირების დაწყება (პროგრამამ უკვე გაიარა აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში) და მოქმედ მასწავლებელთა გადამზადება მულტილინგვური განათლების მიმართულებით, რომელიც შემუშავებულია კონსორციუმის მიერ შედგენილი პროგრამების საფუძველზე.


- დანართი
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით