GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2014-09-19
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარებულ მასწავლებელთა განათლების პროგრამების კვლევის პრეზენტაცია

19 სექტემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) პროექტის - „მასწავლებელთა განათლება - მულტიკულტურული სწავლებისთვის მომზადება“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანია მასწავლებელთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მულტიკულტურალიზმის განვითარების კონტექსტში. CCIIR - ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა/შეაფასა რამდენად ეფექტურია მასწავლებელთა განათლების პროგრამები და რამდენად ფლობენ მასწავლებლები მულტიკულტურული სწავლების კომპეტენციებს იმისათვის რომ მართონ მრავალფეროვანი კლასი. კვლევა განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. პრეზენტაციას დაესწრნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა განათლების პროგრამის წარმომადგენლები და სხვები.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით