GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2014-09-18
განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში

18 სექტემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) პროექტის - „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა. პროექტი ეხება განათლების სისტემაში სკოლების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამის ეფექტურობის კვლევას და ანალიზს სოციალური თანასწორობის კონტექსტში. კვლევა განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. პრეზენტაციას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და სხვები.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით