GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2013-12-26
ეუთოს დოკუმენტური ფილმი საქართველოში მულტილინგვური განათლების რეფორმის შესახებ

26 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა პროექტის „საქართველოში მულტილინგვური განათლების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება“ შედეგების წარდგენა და პრეზენტაცია. პროექტი ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისისა (HCNM) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ განხორციელდა.

დოკუმენტური ფილმი „საქართველო: მრავალენოვანი ქვეყანა - როგორ გადავლახოთ ენობრივი ბარიერი“, რომელიც საქართველოში ენობრივი პოლიტიკისა და განათლების სფეროში HCNM - ის ათწლიან გამოცდილებას ასახავს, ეუთომ 2012 წელს გადაიღო.

ფილმი მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას მულტილინგვური განათლების რეფორმის შესახებ, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ ხორციელდება. ფილმის მიზანია ამ სფეროში დაინტერესებულ ყველა ადამიანს გააცნოს ის უპირატესობები, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, ის გამოწვევები, რომლებიც ამ რეფორმის განხორცილებას ახლავს თან. ასევე გააცნოს ის აქტივობები, რომლებიც ხორციელდება მულტილინგვური განათლების რეფორმის ფარგლებში.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში გამართული დისკუსიების მოკლე ვიდეო კოლაჟი, რომელიც წარმოადგენს ამ რეგიონებში ნაჩვენები ფილმისა და ზოგადად, მულტილინგვურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით