GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2013-11-27
ინტერკულტურული განათლების პოლიტიკის კვლევის შედეგების განხილვა რესურს ცენტრებში

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც შეისწავლა დაწყებით კლასებში ინტერკულტურული/მულტიკულტურული ასპექტები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.

აღნიშნული კვლევის შედეგების განხილვა გაიმართა გორის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში. შეხვედრებს რაიონის დაწყებითი სკოლების მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრების თანამშრომლები და განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

კვლევა განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში.

ინტერკულტურული მგრძნობელობის კვლევა დაწყებითი სკოლების მასწავლებლებში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მისი მიზანი იყო საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ინტერკულტურული მგრძნობელობის დონის განსაზღვრა და მათგან განსხვავებული სხვადასხვა ჯგუფების მიმართ მათი დამოკიდებულებების შესწავლა.

CCIIR - მა ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით შეიმუშავა რეკომენდაციები სკოლებში მულტიკულტურული განათლების გასაუმჯობესებლად.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით